weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მამაკაცი რომელმაც „შურისმაძიებლებს“ 43-ჯერ უყურა მომდევნო სერიის პრემიერაზე დაპატიჟეს

11:53 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

კომპანია „მარველის“ კომიქსებისა და მისი კინოსამყაროს მოყვარულმა ამერიკელმა ტონი მიჩელმა ფილმი „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ კინოთეატრებში 43-ჯერ ნახა, რის შედეგადაც მან IMAX-ის სეანსების 55 უფასო ბილეთი მიიღო, ხოლო რეჟისორებმა, ენტონი და ჯო რუსომ ის „შურისმაძიებლები 4“-ის სანახავად უფასოდ დაპატიჟეს.

აფრო-ამერიკელი მამაკაცი თავის აქტივობებზე რეგულარულად პოსტავდა ინტერნეტში და კინოში წასვლის წინ ბილეთის სურათს სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. ამ ფაქტმა კომპანია IMAX-ის ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო და ის ბილეთებით დაასაჩუქრა.

ერთგული ფანის ქმედება არც ფილმის შემქმნელებსა და სტუდია „დისნეის“ გამორჩენია და მამაკაცმა გაისად გამოსასვლელი ფილმის უფასოდ ნახვა დაიბევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]