weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ცოდვათა ქალაქი“ სერიალად იქცევა

14:18 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

კინოკომპანია The Weinstein Company, რომელმაც აღიარებული ამერიკელი კომიქსების ავტორის, ფრენკ მილერის გრაფიკულ რომან „ცოდვათა ქალაქის“ მიხედვით მხატვრული ფილმები გადაიღო, ამჯერად სატელევიზიო სივრცეში სერიალის სახით შეეცდება იგივე კრიმინალური ისტორიების თავიდან ეკრანიზებას.

1991-2000 წლებში გამოცემული „ცოდვათა ქალაქის“ კომიქსების სერიების მიხედვით წარმოებული ახალი სერიალის შოურანერი გლენ მაცარა იქნება, რომელიც ცნობილია სერიალებით - Crash, Hawthorne, The Walking Dead, Damien.

სერიალში სიახლე ახალი პერსონაჟები იქნებიან, რომელიც ფრენკ მილერის გრაფიკულ რომანში არ არიან. გლენ მაცარას სცენარში ასევე იქნება პირველწყაროსგან გასნხვავებული, სპეციალურად სერიალისთვის გამოგონილი სიუჟეტები. სერიალის პილოტს ახალგაზრდა რეჟისორი ლენ ვაიზმენი (Underworld, Underworld 2, Live Free or Die Hard, Total Recall) გადაიღებს.

შეგახსენებთ, რომ „ცოდვათა ქალაქის“ მიხედვით 2005 და 2014 წლებში გამოსული, ნეო-ნუარ სტილში შექმნილი ორი ანთოლოგია-ფილმი არსებობს, რომლებიც რეჟისორმა რობერტ როდრიგესმა და თავად კომიქსების ავტორმა ფრენკ მილერმა გადაიღეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]