ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგისა და ტელეწამყვანის, პატრიკ არიეს მორიგი გადაცემა პლანეტის უდიდეს ცხოველებზე იქნება. იგი ტელეარხ Sky One-ზე 13 ივნისიდან გავა და დედამიწის იმ პრეისტორიული არსებების შესახებაც იქნება, რომლებიც თანამედროვე გარეული ცხოველების გიგანტურ წინაპრებს წარმოადგენდნენ.
გადაცემაში საუბარი იქნება ისეთ არსებებზე, როგორებიცაა: გიგანტური ზარმაცა მეგათერიუმი, რომლის სიმაღლეც 5.5. მ იყო, თანამედროვე ჯავშნოსანის გიგანტური წინაპარი გლიპტოდონი, ანდა ე.წ. ტერორის ფრინველები - მტაცებელი ფორორაციდისებრნი, რომლებიც ვერ ფრინავდნენ და ხორცით იკვებებოდნენ.
კატისებრთა ოჯახის ადრეული წევრი ამფიმაქაიროდი 490 კგ-ს იწონიდა, სიმაღლე კი თითქმის მეტრნახევარი იყო.
გიგანტური გველი ტიტანობოა დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ ბინადრობდა, მას ადამიანის გადაყლაპვა იოლად შეეძლო.
მაიმუნის წინაპარი გიგანტოპითეკი 9 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, 300 კგ-ს იწონიდა და მისი სიმაღლე 3 მეტრი იყო.
დიდი ზომის მგელი (Canis dirus), ე.წ. საშინელი ძაღლი გვიან პლეისტოცენსა და ადრეულ ჰოლოცენში სახლობდა.
კაშალოტის პრეისტორიული წინაპრის სიგრძე 15 მეტრი იყო, წონა კი - 500 კგ.
მამონტის მსგავსად სპილოს ნათესავი დეინოთერიუმიც იყო.
თანამედროვე თეთრი ზვიგენის დიდი ზომის წინაპარი კი მეგალოდონი იყო.
მურა დათვის წინაპარი (Arctotherium angustidens) აგრეთვე პლეისტოცენში ცხოვრობდა.
კომოდოს დრაკონი ვარანის მსგავსი დიდი ხვლიკი (Megalina prisca) 600 კგ-ს იწონიდა და სიგრძეში 7 მეტრი იზრდებოდა.
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.