არტურ ჰუანგის სიახლე - მზის ენერგიაზე მომუშავე Trashpresso („ნაგვპრესო“) პლასტიკის ნარჩენებს გადაამუშავებს მომცრო ფილებად, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია კედლებისა და იატაკის ასაშენებლად. ჰუანგმა ორი დანადგარი შექმნა და სატვირთო მანქანების დახმარებით ისეთ შორეულ ადგილას გადაიტანა, როგორიცაა იუშუ - ტიბეტის პლატოზე მდებარე ოლქი. სხვათა შორის, ეს ექსპედიცია თვით ჯეკი ჩანმა გააშუქა National Geographic-ის დოკუმენტურ ფილმში „მწვანე გმირები“.
ნაგვის დასაქუცმაცებლად და დასაპრესად Trashpresso-ს ყველგან საკმარისი პლასტმასა ხვდება. ამ მხრივ, არც იუშუ ყოფილა გამონაკლისი: წყლის ბოთლები, პარკები და სხვა ნარჩენები, რომლებიც ტურისტებს ჩამოაქვთ, მდინარეებსა და შემდეგ, ოკეანეებში ამოყოფს თავს.
არტურ ჰუანგი ისეთი ჰიპერლოკალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების ქსელზე ოცნებობს, რომლებიც ახალ პროდუქტებსა და იდეებს წარმოქმნიან. მისი კომპანია Miniwiz ამდაგვარი წრიული ეკონომიკის (რეგენერაციული სისტემა) შექმნაზე მუშაობს. 2005 წლიდან მოყოლებული კომპანია ნარჩენებს ავეჯად, აქსესუარებად, შენობებად და მომცრო თვითმფრინავებადაც კი გარდაქმნის.