weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„შურისმაძიებლების“ შემოსავალი $2 მილიარდს ასცდა

12:10 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

სტუდია „დისნეი“ და კომპანია „მარველი“ მორიგ მიღწევას ზეიმობენ. ფილმმა „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (Avengers: Infinity War) მსოფლიო გაქირავებაში 2 მილიარდი აშშ დოლარის ნიშნული გადალახა.

აქამდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ რამდენიმე ფილმმა შეძლო, ესენია: „ავატარი“, „ტიტანიკი“ და „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „შურისმაძიებლების“ მე-3 სერიის ჩვენება ჩინეთის კინოთეატრებში კიდევ ერთი თვით გაგრძელდება, წლევანდელი კინოჰიტი შესაძლოა საუკეთესო სამეულში განთავსდეს, სადაც ამჟამად „ვარსკვლავური ომების“ მე-7 ეპიზოდი „ძალის გამოღვიძება“ იმყოფება.

აქვე გთავაზობთ ამ მომენტისთვის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ათეულს (შავად - ფილმები, რომლებიც ჯერ კიდევ გადის კინოეთეატრებში):

  1. Avatar (2009) $2,787,965,087
  2. Titanic (1997) $2,187,463,944
  3. Star Wars: The Force Awakens (2015) $2,068,223,624
  4. Avengers: Infinity War (2018) $2,002,059,33
  5. Jurassic World (2015) $1,671,713,208
  6. The Avengers (2012) $1,518,812,988
  7. Furious 7 (2015) $1,516,045,911
  8. Avengers: Age of Ultron (2015) $1,405,403,694
  9. Black Panther (2018) $1,345,895,962
  10. Harry Potter and the Deathly Hallows – Part 2 (2011) $1,341,511,219
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]