დაზარალებულის თქმით, ინციდენტს ადგილი ლას-ვეგასში გამართულ წვეულებაზე ჰქონდა, რომელიც 2002 წელს ჯეიმი ფოქსმა საკუთარ სახლში მოაწყო. ორალურ სექსზე უარის მიღების შემდეგ, ფოქსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი სახლიდან წასვლა მოითხოვა. როგორც თავად ქალბატონი ამბობს, მას პოლიციისთვის არ მიუმართავს, სიმართლის თქმა კი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მოძრაობა Me Too-ს შექმნის შემდეგ გადაწყვიტა.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი უკვე გააკეთა ბრალდებული ვარსკვლავის ადვოკატმა, რომელმაც ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს ისტორია სიცრუე და გამონაგონია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი სულ მალე აღნიშნულ ქალბატონს ცრუ ბრალდებისთვის უჩივლებს.