1941 წელს გამოსული მულტფილმისგან განსხვავებით, სიუჟეტში მოლაპარაკე ცხოველების ნაცვლად, მთავარ გმირებს, დიდყურა სპლიყვის გარდა, ადამიანები წარმოადგენენ. ცირკის ყოფილი ვარსკვლავის, ჰოლტ ფარიეს (კოლინ ფარელი) ოჯახი სპლიყვს უვლის. ფარიეს შვილები აღფრთოვანებულები არიან და ცხოველს უმეგობრდებიან. მალე პატარა სპილო მაქს მედიჩის (დენი დე ვიტო) საცირკო წარმოდგენის ვარსკვლავი ხდება, თუმცა დამბოს გამოყენება სხვასაც სურს.
დიდყურა მფრინავ სპლიყვზე ფილმში ასევე მონაწილეობენ: მაიკლ კიტონი, რომელიც ფილმის მთავარი ანტაგონისტია, ევა გრინი და ალან არკინი.
„დამბოს“ პრემიერა 2019 წლის 29 მაისს შედგება.