ჯეფ გოლდბლუმი კინოინდუსტრიაში 40 წელია მოღვაწეობს. დასამახსოვრებელი როლები კი 1980-90-იანი წლების ფილმებში შექმნა.
მსახიობს პოპულარობა მოუტანა რეჟისორ დევიდ კრონენბერგის 1986 წელს გამოსულმა საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკურმა საშინელებათა ფილმმა „ბუზი“ (The Fly). მეორეხარისხოვანი, თუმცა დასამახსოვრებელი სახეები კი შექმნა ფილმებში: Jurassic Park (1993) Independence Day (1996), The Grand Budapest Hotel (2014), Thor: Ragnarok (2017) და სხვ.
ჯეფ გოლდბლუმი ოსკარზე წარადგინეს 1996 წელს გამოსული მოკლემეტრაჟიანი ფილმით - Litte Surpirses, რომელიც მისი ერთადერთი სარეჟისორო ნამუშევარია.