weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ათწლეულების შემდეგ არგენტინაში პირველი იაგუარები დაიბადნენ

11:31 შაბათი, 16 ივნისი 2018

არგენტინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე იბერას ნაკრძალში იაგუარის ორი ბოკვერი დაიბადა, რაც აღნიშნულ რეგიონში რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პირველად მოხდა.

არგენტინაში იაგუარი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ველურ ბუნებასთან ასოცირდება, მე-20 საუკუნის ინდუსტრიალიზაციის შემდეგ გამქრალ სახეობად ითვლებოდა. თავად განსაჯეთ, იაგუარების 95% გაქრა და დღეს არგენტინაში მხოლოდ 200 ინდივიდია.

ახალდაბადებული ბოკვერების მამა სახელად ჩიკი ველურ ბუნებაში დაიბადა, თუმცა ბრაკონიერებისგან დაობლების შემდეგ ცხოვრება გადარჩენის ცენტრში განაგრძო. ბოკვერების დედა კი ტანიაა, რომელიც ზოოპარკში დაიბადა, გაიზარდა და იგივე ცენტრში მიიყვანეს.

იაგუარის რეინტროდუქციის ფარგლებში ბოკვერების დაბადება თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ პირველად მოხდა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]