„უდიდესი პატივია, იყო მარველის კინოსამყაროს წევრი“ - დაწერა სოციალურ ქსელში კომპოზიტორმა.
პინარ ტოპრაკს აქამდე მუსიკა შეუქმნია სერიალებისთვის, ვიდეოთამაშებისა და ნაკლებად ცნობილი ფილმებისთვის. კომპანია DC-ის გასული წლის კინოჰიტ „სამართლიანობის ლიგაზე“ (Justice League) კი მუსიკის სეგმენტში ასისტენტ-კომპოზიტორად მუშაობდა.
ფილმი „კაპიტანი მარველი“ (Captain Marvel), რომელიც „მარველის“ მიმდინარე კინოსამყაროს ნაწილია, კინოკერანებზე მომავალი წლის 8 მარტს გამოვა. ფილმის რეჟისორები ანა ბოდენი და რაიან ფლეკი არიან, „მარველის“ ყველაზე ძლევამოსილი ქალი სუპერგმირის როლს კი ოსკაროსანი ბრი ლარსონი შეასრულებს. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ: ჯიუდ ლოუ, სამუელ ლ. ჯექსონი, ლი პეისი, ჯიმონ ჰუნსუ და ჯემა ჩანი.