weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლეგენდარული Ford GT40 აუქციონზე 12 მილიონ დოლარად იყიდება

13:48 შაბათი, 16 ივნისი 2018

სამი Ford GT40-დან ერთ-ერთი, რომელმაც 1966 წელს ლე მანის 24 საათიან რბოლაში მონაწილეობდა და „ფერარი“ დაამარცხა, სოთბის აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. მისი ღირებულება, როგორც მოსალოდნელი იყო, მოიცავს არა მარტო თვით ავტომობილის ფასს, არამედ მის სპორტულ სულს, ავტოსპორტის მემკვიდრეობასა და ლეგენდარული გამარჯვების ავტორიტეტსაც.

აუქციონზე გატანილმა 5-ნომრიანმა ავტომობილმა მესამე ადგილი დაიკავა 1966 წლის ხსენებულ სახელგანთქმულ რბოლაში, სხვა ორმა GT40-მა კი პირველ-მეორემ გადაკვეთეს ფინიშის ხაზი.

ავტომობილს 7.0 ლიტრიანი V8 ძრავი აქვს, რომელიც „ფორდმა“ სპეციალურად რბოლისთვის მოამზადა და რომლის სიმძლავრეც 485 ცხენისძალას შეადგენს. 1966 წლისთვის ეს განსაკუთრებული რამ იყო. ძარა აბსოლუტურად ახალი ავტომობილის მდგომარეობამდე აღადგინეს.

ლოტს მონტერეიში, სოთბის აუქციონზე აგვისტოს ბოლოს გაიყვანენ. ექსპერტები მის ღირებულებას 9-დან 12 მილიონ დოლარამდე აფასებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]