weather cur horoscope tv
ივნისი 04, 2020

„სუპეროჯახის“ მეორე ნაწილმა გაქირავების რეკორდი დაამყარა

12:18 ორშაბათი, 18 ივნისი 2018 hits 776

სტუდია Pixar-ის ანიმაციურმა ფილმმა „სუპეროჯახი 2“ (Incredibles 2) ჩრდილოეთ ამერიკაში ანიმაციურ ფილმებს შორის გაქირავებაში საუკეთესო სტარტი აჩვენა. საპრემიერო უქმეებზე მისმა მოგებამ კონტინენტზე $180 მილიონი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია.

აქამდე პირველი მაჩვენებელზე „დორის ძიებაში“ (Finding Dory) იყო 135 მილიონი დოლარით.

შეგახსენებთ, რომ „სუპეროჯახის“ პირველი სერია 2004 წელს გამოვიდა ეკრანებზე და წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმის წოდებაში ოსკარი მოიპოვა. სიკველის რეჟისორი კვლავაც ორი ოსკარის მფლობელი ბრედ ბერდია.

ანიმაციაში პერსონაჟებს ახმოვანებენ: კრეიგ თ. ნელსონი, ჰოლი ჰანტერი, სამუელ ლ. ჯექსონი, იზაბელა როსელინი, სოფია ბუში, ბობ ოდენკერკი და სხვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]