მაცუმოტო რეზინის გასაბერი ბუშტებისგან უაღრესად დეტალური ნამუშევრების შესაქმნელად არ იყენებს წებოს, სტიკერს, სამაგრებს ან სხვა საშუალებებს.
„მათი კეთება შვიდი წლის წინ დავიწყე. ყოველთვის მიყვარდა გარეული ცხოველები და ბუნება და მსურდა, მენახა, შემეძლო თუ არა ჩემი საკუთარი არსებების შექმნა.“ - აღნიშნა თვითნასწავლმა ხელოვანმა გამოცემა Metro-სთან საუბარში.