weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლეგენდარული McLaren F1 აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს

11:51 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

სოთბის სააუქციონო სახლმა აამოქმედა განყოფილება, რომელიც განსაკუთრებული კლიენტებისთვის იშვიათი ავტომობილების დახურულ გაყიდვას წამოიწყებს. ერთ-ერთი პირველი მანქანა, რომლის რეალიზებაც იგეგმება, ლეგენდარული McLaren F1 გახდება.

ავტომობილი უნიკალური ეგზემპლარია - ბოლოსწინა კუპე, რომელიც კონვეირიდან ჩამოვიდა. იგი რიგით 63-ე ააწყეს და თავიდან მწვანედ შეღებეს, ინტერიერი კი კრემისფერი და მწვანე ტყავით გააწყვეს. ავტომობილი მფლობელს 1998 წლის სექტემბერში ჩაუყვანეს, რომელმაც ის სურვილისამებრ გადააკეთა. შემკვეთმა როგორც მოისურვა, MSO საბაზო 6.1 ლიტრიანი ატმოსფერული, 636 ცხენისძალიანი V12, სარბოლო მოდიფიკაციის GTR აგრეგატით შეცვალეს, რომელიც 690 ცხენისძალას ანვითარებს. მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ორი სამოქალაქო McLaren F1 აღიჭურვა ამგვარი ძალოვანი დანადგარით და ეს ეგზემპლარი ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს.

გარდა ამისა სუპერქარი ნარინჯისფრად გადაღებეს და აღჭურვეს გაგრილების მოდერნიზებული სისტემით, ძარის დამატებითი აეროდინამიკური ელემენტებით, რომელიც ზემწოლ ძალას ზრდის, სხვა მთავარი სანათი მოწყობილობით და ბორბლების 18-დუიმიანი ადვილადშენადნობი დისკებით. ავტომობილს ინტერიერი ხელახლა შეუკერეს, ნავიგაცია და რადიოსადგური დაამატეს, აგრეთვე - სარბოლო ვერსიის საჭე, ხელსაწყოების დაფა და ხელის მუხრუჭი

სუპერქარის ღირებულება არ სახელდება. სამი წლის წინ McLaren F1-ის ეგზემპლარი კი აუქციონზე 13.7 მილიონ დოლარად გაიყიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]