weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სემ მენდესი საომარ დრამას გადაიღებს

12:09 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

ბრიტანელი ოსკაროსანი რეჟისორი სემ მენდესი თავისივე დაწერილი სცენარის მიხედვით პირველი მსოფლიო ომის პერიოდზე შექმნილ დრამას გადაიღებს, სათაურით „1917“, რომლის სიუჟეტიც ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.

სემ მენდესმა, რომელიც ფილმის პროდიუსერიც იქნება, სცენარი კრისტი უილსონ-კეირნსთან ერთად დაწერა, რომელთან ერთადაც უმუშავია ფენტეზი ჟანრის საშინელებათა სერიალზე - Penny Dreadful. მენდესისთვის საომარი დრამა სცენარისტის ამპლუაში სადებიუტო იქნება.

ფილმის გადაღებები მომავალი წლის აპრილში დაიწყება, პრემიერა კი იმავე წლის დეკემბერში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ სემ მენდესის უკანასკნელი ფილმები ბონდიანის სერიები - „სკაიფოლი“ და „სპექტრი“ იყო. ამასთანავე 52 წლის რეჟისორმა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა 1999 წლის ფილმისთვის „ამერიკული სილამაზე“, ბოლო წლებში სტუდია „დისნეის“ ორი კინოზღაპრის გადაღებაზე უთხრა უარი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]