weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„მისი მეშინოდა“ - სანდრა ბულოკი ჰარვი ვაინშტაინზე

15:34 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

ოსკაროსანმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლონდონურ გამოცემა The Sunday Times-თან ჰარვი ვაინშტაინის სკანდალზე ისაუბრა. 53 წლის მსახიობის თქმით, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ პროდიუსერთან მას არასოდეს უმუშავია და ამით კმაყოფილია.

სანდრა ბულოკმა ყველა იმ ქალს გამოუცხადა მხარდაჭერა, რომლებმაც ვაინშტაინი ძალადობაში ამხილეს. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია ყველა იმ ქალის სიტყვებში, რომლებმაც ბრალი დასდეს გავლენიან ჰოლივუდელ პროდიუსერს.

„ჰარვიზე როცა გავიგე, მისი შემეშინდა“, - განაცხადა მსახიობმა, რომელიც არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ბევრმა ქალმა მსახიობმა კინოროლები იმის გამო მიიღეს, რომ ჰარვი ვაინშტაინთან იწვნენ.

„ეს ტყუილია, ეს მხოლოდ ჰარვის უნდა, რომ ასე იფიქროთ. ქალები თავდასხმის მსხვერპლნი იყვნენ“, - დასძინა სანდრა ბულოკმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]