გიგანტური ამბროზია (Heracleum mantegazzianum) - ჩვენში როგორც წესი მხოლოდ ალერგიასთან ასოცირდება, მის წვენს კი შეუძლია გამოიწვიოს გამონაყარი, წყლულები, მუდმივი ნაწიბურები და სიბრმავეც კი. ეს მცენარე სიმაღლეში 6 მეტრამდე იზრდება და აშშ-ში შხამიან მცენარეთა
ტილჭირი (Aconitum napellus) - დეკორატიული მცენარე ერთი შეხედვით ლამაზი და უსაფრთხო ჩანს, მაგრამ მისი ზოგიერთი ნაწილი შხამიანია. ძველ დროში, მის წვენში ამოვლებულ ისრებს მგლებზე სანადიროდ იყენებდნენ. ადამიანებში იგი პირღებინებას, დიარეას და მგრძნობელობის და
აბუსალათინი (Ricinus communis) - ზეთოვანი მცენარე დიდი ოდენობით ძლიერ ბიოტოქსინს, რიცინს შეიცავს და სწრაფად გამოხატული მწვავე ეფექტები აქვს. მისით მოწამვლის სიმპტომებს შორის არის კუჭის აშლილობა, პირღებინება, სისხლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი, გულის აჩქარებ
ციკუტა (Cicuta) - ყველაზე ცნობილ შხამიანი მცენარეს მრავალი გართულებისა და სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. როგორც ცნობილია, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირად მისით იწამლება მსხვილი საქონელი და ცხვარი. გადმოცემის თანახმად, სოკრატეს სწორედ ციკუტას შხამით სავსე ს
ლემა (Datura stramonium) - „ანგელოზის საყვირის“ მეტსახელით ცნობილი ლემას ნაყენის დალევის შედეგად ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები არსებობს.
ჭინჭრის ხე (Dendrocnide moroides) - ეს ავსტრალიური მცენარე დაფარულია ციცქნა, შხამიანი ბუსუსებით, რომელიც შეხებისთანავე კანში ესობა, რის შემდეგაც მწვავე ტკივილი რამდენიმე თვის განმავლობაში გღძელდება.
დათვის თეთრი კენკრა (Actaea pachypoda) - გარეგნულად მისი ნაყოფები არსების თვალებს წააგავს, ხშირად მას „თოჯინის თვალებსაც“ უწოდებენ. მისურის შტატის ბოტანიკური ბაღის მონაცემებით, ეს ნაყოფი ძლიერ შხამიანია და მას თავს ცხოველებიც თავს არიდებენ.
ზარავანდი (Aristolochia clematitis) - მას ხშირად იყენებენ ტრადიციულ მედიცინაში, თუმცა აშშ-ის საკვებისა და წამლის ეროვნული ადმინისტრაცია მომხმარებლებს მკაცრად აფრთხილებს, მოერიდონ მის მიღებას, რისი მიზეზიც გვერდითი ეფექტებია.
პლაჟის ვაშლი (Hippomane mancinella) - ძირითადად ცენტრალურ ამერიკაში გავრცელებულ მცენარეს ესპანურად „სიკვდილის ხესაც“ უწოდებენ, რადგან ვაშლის მსგავსი მისი პატარა ნაყოფების ჭამის შემთხვევაში, სიკვდილი თითქმის გარდაუვალია.