weather cur horoscope tv
ივნისი 04, 2020

სერიალ „უცნაურ ამბების“ მიხედვით კომიქსები გამოვა

12:20 შაბათი, 23 ივნისი 2018 hits 937

უმსხვილესი სტრიმინგ სერვისი და ტელეარხი Netflix და კომიქსების გამომცემლობა Dark Horse შეთანხმდნენ, პოპულარულ სერიალ „უცნაური ამბების“ (Stranger Things) მიხედვით კომიქსი გამოსცენ.

პირველი გამოცემაში პერსონაჟ უილის ისტორია იქნება მოთხრობილი. ოთხნაწილიანი კომიქს-სერიის პირველი ნაწილი მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გამოვა.

თავად სერიალ „უცნაური ამბების“ მე-3 სეზონის პრემიერა 2019 წლისთვის იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ძმები დაფერების მიერ შექმნილ სამეცნიერო-ფანტასტიკური და საშინელებათა ჟანრის პოპულარულ სერიალს, რომელშიც სიუჟეტი 80-იან წლებში მოზარდთა ჯგუფის ირგვლივ ვითარდება, სხვადასხვა დაჯილდოებებზე 178 ნომინაციიდან 49 ჯილდო აქვს მოპოვებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]