პირველი გამოცემაში პერსონაჟ უილის ისტორია იქნება მოთხრობილი. ოთხნაწილიანი კომიქს-სერიის პირველი ნაწილი მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გამოვა.
თავად სერიალ „უცნაური ამბების“ მე-3 სეზონის პრემიერა 2019 წლისთვის იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ძმები დაფერების მიერ შექმნილ სამეცნიერო-ფანტასტიკური და საშინელებათა ჟანრის პოპულარულ სერიალს, რომელშიც სიუჟეტი 80-იან წლებში მოზარდთა ჯგუფის ირგვლივ ვითარდება, სხვადასხვა დაჯილდოებებზე 178 ნომინაციიდან 49 ჯილდო აქვს მოპოვებული.