weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვარსკვლავური გუნდი აგათა ქრისტის ყველაზე ცნობილი რომანის ეკრანიზაციაში

14:58 პარასკევი, 02 ივნისი 2017

ოსკარის ხუთგზის ნომინანტმა ბრიტანელმა მსახიობმა და რეჟისორმა, კენეტ ბრანამ აგათა ქრისტის ცნობილი დეტექტიური ნაწარმოების - „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, ახალ ეკრანიზაციაში ვარსკვლავური გუნდი შეკრიბა, თავად რეჟისორი კი ცნობილი დეტექტივი პერსონაჟის, ერკიულ პუაროს როლს ასრულებს.

სტუდია 20th Century Fox-ის კინოპროდუქციაში კენეტ ბრანას გარდა მთავარ როლებს ისეთი აღიარებული ვარსკვლავები ასრულებენ, როგორებიც არიან: მიშელ პფაიფერი, ჯონი დეპი, ჯუდი დენჩი, პენელოპე კრუსი, ვილემ დეფო, დერეკ ჯეიკობი, ოლივია კოლმენი, ასევე ახალგაზრდა მსახიობები - დეიზი რიდლი, ჯოშ გადი და ლესლი ოდომ უმცროსი.

აღსანიშნავია, რომ რომანისგან განსხვავებით, პენელოპე კრუსის პერსონაჟს არა გრეტა ოლსონი, არამედ აგათა ქრისტის სხვა ნაწარმოებიდან აღებული სახელი - პილარ ესტრავადოსი ჰქვია და მისი შვედი ეროვნება ესპანელითაა შეცვლილი. რაც შეეხება რასობრივი პოლიტკორექტულობის დაცვის გამო ფილმში მონაწილე შავკანიან ლესლი ოდომ უმცროსის პერსონაჟ არბუთნოტს, მისი პოლკოვნიკის წოდება ფილმში ექიმის პროფესიით შეიცვალა და რომანში არსებული ექიმი კონსტანტინეც ეკრანიზაციაში ერთ გმირში გაერთიანდა. შეცვლილია იტალიელი პერსონაჟი ფოსკარელიც, რომელიც ფილმში ესპანელ მარკესად იქცა.

ფილმისთვის ადაპტირებული სცენარის ავტორი ახალგაზრდა და უკვე პოპულარული სცენარისტი მაიკლ გრინია (Green Lantern, Logan, Alien: Covenant, Blade Runner 2049). ფილმის მსოფლიო პრემიერა 10 ნოემბერს შედგება.

შეგახსენებთ, რომ 1934 წელს გამოცემული კლასიკური დეტექტიური ნაწარმოების მიხედვით უკვე არსებობს ლეგენდარული რეჟისორის, სიდნი ლიუმეტის გადაღებული, კინოკლასიკად მიჩნეული 1974 წლის კინოვერსია, სადაც მთავარ როლებს ალბერტ ფინი, ლორენ ბეკოლი, ინგრიდ ბერგმანი (ფილმით ოსკარი მოიპოვა), ჟაკლინ ბისეტი, ვანესა რედგრეივი, შონ კონერი, ჯონ გილგუდი და მაიკლ იორკი ასრულებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]