weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამერიკელებმა BMW M4-ის ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია შექმნეს

14:29 შაბათი, 23 ივნისი 2018

ამერიკულმა ატელიემ სახელად Hoffy Automobile, BMW M4-ის შედგენილი მოდიფიკაცია წარადგინა, სახელწოდებით - Mamba GT3. ავტომობილის შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ განაცხადეს, მაგრამ მაშინ მხოლოდ რენდერები წარმოადგინეს, ამჯერად კი საუბარი ბავარიული კუპეს ყველაზე მძლავრ ვარიაციაზეა.

Mamba GT3 ჩვეულებრივი ავტომობილისგან ფართო აეროდინამიკური დეტალებით გამოირჩევა, რომელიც DTM-ის სერიისა და GTE კლასის სარბოლო ავტომობილის სტილშია შესრულებული. კუპეს ძარის პანელების უმეტესობა კარბონით არმირებული პლასტიკისგანაა დამზადებული.

Hoffy Automobile-ის სპეციალისტებმა Mamba GT3 ახალი ბამპერებით, უკანა დიფუზორით, ანტიფრთით, სარბოლო მაშუქი ტექნიკით, დიოდის უკანა ფარნებით, უკუხედვის ნახშირპლასტიკის სარკეებით ადა ბორბლების 21 დუიმიანი დისკებით შემოსეს, სალონი, სარბოლო სავარძლები და აუდიოსისტემა კი შეკვეთით დამზადებული დააყენეს.

სამლიტრიანი, ერთრიგა, ტურბოჩამბერიანი, ექვსცილინდრიანი ძრავის სიმძლავრე ტიუნერებმა 750 ცხენისძალამდე გაზარდეს. ეს M4-ის უმძლავრეს მოდიფიკაციაზე -  ლიმიტირებულ GTS-ზე 250 ცხენისძალით მეტია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]