ყველა ეფექტური და შთამბეჭდავი ფოტოს მიღმა პროფესიონალი ფოტოგრაფი დგას, რომელიც სასურველი კადრის მისაღებად ყველანაირი საშუალების გამოყენებაშია დახელოვნებული, თუმცა ხშირ შემთხვევაში ფოტოების მნახველები ვერ ხვდებიან, თუ რა გზით მოახერხა ფოტოგრაფმა საუცხოო კადრის დაჭერა.
ფოტოებზე, რომლებიც სოციალურ მედიაში გავრცელებისთანავე უმალ გახდა პოპულარული, ჩანს როგორც საბოლოო შთამბეჭდავი კადრები, ასევე - მათი გადამღები კამერის მიღმა არსებული სახალისო რეალობა, თუ რა მანიპულაციით გაართვა თავი ამა თუ იმ ფოტოს ავტორმა მისთვის საჭირო ამოცანას.