კოკო 1971 წელს სან ფრანცისკოს ზოოპარკში დაიბადა. იგი ჟესტების ენაზე (ASL) საუბრისას 1000 ჟესტს იყენებდა, რაც დაახლოებით 2000 ინგლისური სიტყვის გასაგებად იყო საჭირო.
ჭკვიან გორილას აღირებული ცხოველების ფსიქოლოგი, გორილების ფონდის დამაარსებელი ფრანსინ პატერსონი უვლიდა.
მდედრმა გორილამ საყოველთაო ყურადღება 1983 წელს მიიპყრო, როდესაც მეგობრად კატა მოისურვა, სათამაშო კატის ჩუქებისას კი განაწყენდა და ცოცხალი მოითხოვა. სურვილის ასრულების შემდეგ კოკო კატაზე, რომელსაც მან „მთლიანი ბურთი“ უწოდა, შვილივით ზრუნავდა. სხვადასხვა მეგობარ კატებს მან „ტუჩსაცხი“, „მურიანი“, „მის შავი“ და „მის რუხი“ უწოდა.
ცნობილი ასევე იყო კოკოსა და ოსკაროსანი მსახიობის, რობინ უილიამსის შეხვედრაც.