ტომ ჰარდის კანდიდატურას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის - თვით პირს ბროსნანიც. ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, ყოფილმა ჯეიმს ბონდმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალში აგენტი 007-ის როლზე სწორედ ტომ ჰარდის ხილვა სურს.
შეგახსენებთ, რომ თავად პირას ბროსნანი რიგით მეხუთე ჯეიმს ბონდი იყო და ცნობილი ბრიტანელი სუპერაგენტის როლი მან ოთხ ფილმში შეასრულა: GoldenEye (1995), Tomorrow Never Dies (1997), The World Is Not Enough (1999), Die Another Day (2002).
აქვე გეტყვით, რომ დენიელ კრეიგის შესრულებით ბონდიანის რიგით მე-5 ფილმს ოსკაროსანი დენი ბოილი გადაიღებს და იგი კინოეკრანებზე 2019 წლის ნოემბერში გამოვა.