weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ჯარედ ლეტო კიდევ ერთ კინოკომიქსში ითამაშებს

16:28 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

ოსკაროსანი ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯარედ ლეტო მთავარ როლს შეასრულებს კომპანია „მარველისა“ და სტუდია „სონის“ კინოკომიქსში, რომელიც პოპულარულ პერსონაჟ ადამიანი-ობობას კინოსერიების სპინ-ოფ ფილმი გახდება.

ფილმში სათაურად „მორბიუსი“ (Morbius) მთავარი გმირი იქნება ვამპირად ქცეული ადამიანი - მეცნიერი მაიკლ მორბიუსი, რომელიც ცდილობს სისხლის დაავადებისგან განიკურნოს და მედიკამენტი შექმნას, თუმცა ნელ-ნელა ვამპირად იქცევა.

გადაღებები სავარაუდოდ წელს დაიწყება, ხოლო რეჟისორი მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით ცნობილი შვედი დანიელ ესპინოზა იქნება.

შეგახსენებთ, რომ სტუდია „სონის“ პირველი მსგავსი კინოკომიქსი, რომელიც ასევე ადამიანი-ობობას ცნობილი მტრის, ვენომის შესახებაა, კინოეკრანებზე ოქტომბერში გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]