ფილმი მთლიანად კომპანია Pavarotti Estate-თან შეთანხმებული თანამშრომლობით წარმოებული იქნება. ჯერ-ჯერობით უსათაურო დოკუმენტური ნამუშევრის ერთ-ერთი პროდიუსერი თავად რონ ჰოვარდი და მისი მუდმივი კოლაბორატორი, ასევე ოსკაროსანი პროდიუსერი ბრაიან გრეიზერი იქნება.
„პავაროტის ცხოვრება სავსე იყო დრამატული აღმასვლებითა და დაღმასვლებით. როგორც ნებისმიერი მტკიცე ხასიათის მქონე, მასაც ჰქონდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები. მის კარიერას წარმართავდა მისი არტისტული ამბიცია, რომელსაც უდიდესი ნიჭი ამოძრავებდა, და მისი ღრმა სიყვარული კაცობრიობისადმი. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ მისი ქარიზმა არა მხოლოდ მუსიკასა და აუდიტორიასთან მის ძლიერ კავშირს მართავდა, არამედ - მისი სიცოცხლის მეორე მხარეს, როგორც ქველმოქმედისას.“ - აღნიშნა რონ ჰოვარდმა.
ოპერის სამყაროში ვოკალურ შემსრულებელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენორი, ლუჩანო პავაროტი 1935 წელს დაიბადა და 2007 წელს, 71 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. საოპერო ტენორობის გარდა პავაროტიმ სახელი ასევე გაითქვა საქველმოქმედო საქმიანობით მრავალი ქვეყნის ლტოლვილთა დახმარებისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „წითელი ჯვრისთვის“ ფონდების მოზიდვით.