10) პირველი „ასტონ მარტინი“, რომელიც 1914 წელს გამოვიდა და ცნობილი იყო სახელით „ნახშირის ვედრო“.
9) Lola Aston Martin DBR1-2, რომელმაც 2009 წელს ლე მანის სერია მოიგო.
8) თანამედროვე უსწრაფესი Vanquish, რომელიც ბოლო პერიოდში მოდიფიცირდა.
7) 2.9 ლიტრიანი „ლაგონდას“ მოტორიანი DB 2/4 Mark III თვით იან ფლემინგს აქვს აღწერილი ჯეიმს ბონდზე შექმნილ ნაწარმოებში.
6) 70-80-იანი წლების V8 ასსამოცდაათი მ/სთ-ის წყალობით პირველ ბრიტანულ სუპერქარად იქცა.
5) V12 Vantage Zagato 5.9 ლიტრიანი ძრავითა და 510 ცხენისძალით იწონებს თავს.
4) „ასტონ მარტინის“ ყველაზე სანიმუშო სარბოლო მანაქანა - DBRI, ლე მანის 1959 წლის რბოლისთვის აიგო, რომელიც მოიგო კიდეც.
3) 2009 წელს Aston Martin One-77ის მხოლოდ 77 ეგზემპლიარი დამზადდა და 1.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირდა.
2) DB5 - აგენტ 007-ის ლეგენდარული ავტომობილი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება.
1) 1960 წლის DB4 GT Zagato იტალიელმა დიზაინერმა შეამსუბუქა და მხოლოდ 19 ეგზემპლიარი გამოვიდა. დღეს მისი ფასი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგია.