weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

McLaren-მა ახალი 600 ცხენისძალიანი მოდელი წარადგინა

16:41 პარასკევი, 29 ივნისი 2018

კომპანია „მაკლარენმა“ ექსტრემალური სუპერქარი 600LT  წარადგინა. სიახლე ბრიტანული ფირმის მეოთხე მანქანა გახდა, ინდექსით - LT. ის იშიფრება, როგორც Long Tail - 90-იანი წლების GT კლასის გრძელძარიანი სარბოლო ავტომობილი.

ავტომობილმა კარბონის დიფუზორი და ახალი, „მოკლე“ გამომშვები სისტემა მიიღო, ჰიპერქარ Senna-ს სტილში - ზემოთ ამოტანილი გამოსაბოლქვი მილებით. მოდელმა აგრეთვე მიიღო დამუშავებული საკიდარი, მუხრუჭები, საჭის სამართავი და საბურავები - Pirelli P Zero Trofeo R.

სუპერქარი აღჭურვილია 3.8 ლიტრიანი, TwinTurbo, რვაცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 570-დან 600 ცხენისძალამდე გაზარდეს. მაქსიმალური ბრუნთა მომენტი 600-დან 620 ნმ-მდე გახდა. სიმძლავრის და მასის შეფარდება კი ამჯერად 1 ტონაზე 481 ცხენისძალას აღწევს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 328 კმ/სთ შეადგენს.

McLaren 600LT-ის ტირაჟი შეზღუდული იქნება. მოდიფიკაციის გამოშვებას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 12 თვის მანძილზე გეგმავენ. მანქანა 185 500 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]