ფოტო, რომელიც კაილი ჯენერმა გაავრცელა, „ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული სურათი გახდა. მან ყველაზე მეტი „მოწონება“ დაიმსახურა და 2017 წლის ლიდერი ბიონსე მეორე ადგილზე გადაიყვანა.
სხვათა შორის, Time-ის აღნიშნულ რეიტინგში ვერ მოხვდა კაილი ჯენერის ნახევარდა, არანაკლებ პოპულარული კიმ კარდაშიანი.
სხვათა შორის, როდესაც კაილი ჯენერმა განაცხადა, რომ Snapchat-ით სარგებლობას აღარ აპირებდა, მისი ნათქვამის შემდეგ კომპანიამ 1.3 მილიარდი დოლარით იზარალა. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ კაილი ჯენერია ამჟამად „ინსტაგრამის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომხმარებელი – მისი ერთი სარეკლამო პოსტი დაახლოებით მილიონი დოლარი ღირს.