ავსტრალიელი მეცნიერები, ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით, ოკეანის შეუსწავლელ ადგილებს იკვლევდნენ. სხვადასხვა არსებებისა და სახეობების მოპოვება-შესწავლისას კი აღნიშნული თევზი აღმოაჩინეს.
თევზს თვალები არ აქვს, მისი პირი კი სხეულის ქვეშაა. „უსახო თევზს“ თავის ნაწილში ორი ნასვრეტი აქვს, რაც სავარაუდოდ ნესტოებია. ამით იგი მსგავს სახეობას, გამჭვირვალე თავის მქონე თევზს ჰგავს, რომელიც ასევე ღრმა ოკეანეში ბინადრობს და თვალების ადგილზე არსებული ნესტოები აქვს.