weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფათიჰ აქინი სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციას გადაიღებს

14:58 სამშაბათი, 03 ივლისი 2018

თურქული წარმოშობის აღიარებული გერმანელი რეჟისორი ფათიჰ აქინი პოპულარული ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანის, „ცეცხლწამკიდებლის“ (Firestarter) მეორე ეკრანიზაციას გადაიღებს.

„ცეცხლწამკიდებელი“ ფათიჰ აქინისთვის პირველი დიდი სტუდიური ნამუშევარი გახდება, რომელსაც ბერლინის კინოფესტივალის „ოქროს დათვის“ მფლობელი და კანის კინოფესტივალის პრიზიორი ევროპელი რეჟისორი ჰოლივუდში გადაიღებს.

ახალი კინოვერსიის ერთ-ერთი პროდიუსერი ოსკაროსანი აკივა გოლდსმენი იქნება.

1980 წელს გამოქვეყნებულ რომანში მოქმედება ვითარდება პატარა გოგონას ირგვლივ, რომელსაც პიროკინეზის - სურვილის მიხედვით ცეცხლის გაჩენის უნარი აქვს. გოგონას ზებუნებრივი შესაძლებლობების გამოყენება კი კერძო ორგანიზაციას სურს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.

რომანის პირველი კინოადაპტაცია 1984 წელს გამოვიდა და მასში მთავარი როლი 8 წლის დრიუ ბერიმორმა შეასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]