weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პირველად ისტორიაში ასტრონომებმა ეგზოპლანეტის დაბადების პროცესს ფოტო გადაუღეს

17:45 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა მომაჯადოებელი კადრები გადაუღო პლანეტის ფორმაციის პროცესს ახალგაზრდა ჯუჯა ვარსკვლავ PDS 70-ის გარშემო. ეს ვარსკვლავი დედამიწიდან 370 სინათლის წლის მანძილზე, კენტავრის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

პლანეტებზე მონადირე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) კუთვნილი Very Large Telescope-ის (VLT) გამოყენებით, პირველად ისტორიაში, მკვლევართა ჯგუფმა პირდაპირ, ნათლად დააფიქსირა, როგორ მიაპობს პლანეტათა წარმოქმნისთვის საჭირო ნივთიერებათა მორევს ახალგაზრდა პლანეტა PDS 70b.

როგორც წესი, ეს ნივთიერებები ახალგაზრდა ვარსკვლავებს გარს აკრავს დისკოს სახით. დროთა განმავლობაში ამ მასალით პლანეტები იბადებიან და ვარსკვლავის გარშემო იწყებენ მოძრაობას. ამ პროცესში თანდათან იერთებენ ნივთიერებებს და ზრდას განაგრძობენ. ასტრონომები სწორედ ამ პროცესის მომსწრენი გახდნენ.

პლანეტა ძალიან ნათლად ჩანს. მისი დანახვა შეგიძლიათ ფოტოს ცენტრში გამოსახული ჩაბნელებული ადგილის მარჯვნივ, კაშკაშა წერტილის სახით. იგი დედავარსკვლავისგან დაახლოებით 3 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, რაც დაახლობით იგივეა, რაც - მზესა და ურანს შორის.

როგორც ანალიზები აჩვენებს, PDS 70b გაზის გიგანტური პლანეტაა და მისი მასა რამდენჯერმე აღემატება იუპიტერისას. მისი ზედაპირის ტემპერატურა 1000°C-ია, ანუ გაცილებით ცხელია, ვიდრე მზის სისტემის ნებისმიერი პლანეტა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]