8 თებერვალს პოლიციას მამაკაცმა შეატყობინა, რომ 2008 წელს მის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი ლონდონის ერთ-ერთი თეატრის ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა, 14 თებერვალს კი სკოტლანდ იარდს კიდევ ერთმა მამაკაცმა მიაკითხა და 2013 წელს მომხდარი ანალოგიური ფაქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რაც შეეხება მესამე ფაქტს, ის 1996 წლით თარიღდება და სავარაუდო დაზარალებული ასევე მამაკაცია.
შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისი ერთ-ერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 11 წლის განმავლობაში იყო. ამ პერიოდში ძალადობრივ მოპყრობაში მას არაერთი თანამშრომელი ედავება.