weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი, რომელიც $7 600 000 ღირს

11:12 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

ფენტეზი ჟანრის მოყვარულებს ალბათ ხშირად უოცნებიათ ზღაპრულ გარემოსა და სამყაროში ცხოვრებაზე, ორეგონის შტატში მცხოვრებმა ხელოვანმა, მოქანდაკემ და ინტერიერის დიზაინერმა ედ ბემისმა კი მსგავსი ოცნება თავად აიხდინა.

ქალაქ ეშლენდის მახლობლად ედ ბემისის აგებული სახლი სახელად Shining Hand Ranch, რომელიც ერთი შეხედვით უბრალო ლამაზ სახლს ჰგავს და მართლაც ფანტასტიური ჟანრის ფილმის დეკორაციას მოგაგონებთ, საკმაოდ ძვირადღირებულია, რაშიც მისი შიგნიდან ხილვა დაგარწმუნებთ.

ედ ბემისმა წელიწადნახევარი მოანდომა მაჰაგონის ხის ჭიშკარის გამოკვეთას. ღრმად დეტალური ინტერიერი, რომელიც ფენტეზი-ელემენტებითაა სავსე, ძირითადად მაჰაგონისა და მანზანიტას ხეებისგანაა დამზადებული. აბაზანაში ლურჯი, ეწ. ვან გოგის გრანიტია გამოყენებული. საბოლოოდ, სახლის აშენება 7 600 000 მილიონი დოლარი დაჯდა.

სახლი ეკოლოგიისთვის მეგობრული თვისებებითაც გამოირჩევა და გეოთერმული და მზის ენერგიების სისტემა აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]