weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჟან-კლოდ ვან დამს ჰომოფობიაში ადანაშაულებენ

11:38 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

ჰოლივუდის ვეტერანი ვარსკვლავი ჟან-კლოდ ვან დამი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში (On n'est pas couché) ერთსქესიანთა ქორწინებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალის მოვალეობა შვილების აღზრდაა, მამაკაცს კი ოჯახში ფული უნდა შემოჰქონდეს.

თოქ-შოუში საფრანგეთის გენდერული საკითხების მდივანი მარლენ შიაპაც იყო მიწვეული, რომელმაც ვან დამს საუბარი გააწყვეტინა და განაცხადა, რომ შოკირებულია მისი საუბრით. მსახიობმა კი უპასუხა, რომ მას ბევრი ჰომოსექსუალი მეგობარი ჰყავს და არაფერი მათი საწინააღმდეგო არ აქვს, მაგრამ თუ მუდმივად კაცები კაცებზე, ხოლო ქალები ქალებზე იქორწინებენ, ბავშვები ვეღარ გაჩნდებიან.

აღნიშნული ტელეეთერის შემდეგ, ბელგიელი მსახიობი ჰომოფობიაში მასობრივად დაადანაშაულეს. ტელევიზიაში კი, სადაც გადაცემა On n'est pas couché გადის, მაყურებელთა მხრიდან უამრავი პრეტენზია შევიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]