ახალმა მოდელმა აგრესიული დიზაინი, რადიატორის აზრიანი ფარი, 21 დუიმიანი დისკები და კარბონ-კერამიკული მუხრუჭები მიიღო. სხვათა შორის, როგორც მწარმოებელი ამტკიცებს, აეროდინამიკური დეტალების ერთიანობას, მაქსიმალურ სიჩქარეზე 180 კგ ზემწოლი ძალის შექმნა შეუძლია.
DBS Superleggera-ს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 3.4 წამში აჩქარება შეუძლია. მაქსიმალური სისწრაფე 339 კმ/სთ-მდეა შეზღუდული.
ახალი მოდელის პირველი ავტომობილების გაცემა 2018 წლის მესამე კვარტალში დაიწყება. დიდ ბრიტანეთში სპორტკუპე 225 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდება.