weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტერი გილიამის ახალ ფილმში რეიფ ფაინსი ითამაშებს

15:50 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

ვეტერანი კინორეჟისორის, ტერი გილიამის მორიგი პროექტი მწერალ პოლ ოსტერის რომანის ეკრანიზაცია „მისტერ ვერტიგო“ იქნება, რომელშიც მთავარ როლზე რეჟისორს რეიფ ფაინსის ხილვა სურს. ამის შესახებ 77 წლის სცენარისტმა და რეჟისორმა ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე ყოფნისას განაცხადა.

ამერიკელი ავტორის 1994 წელს გამოქვეყნებულ რომანში მოქმედება 1920-იან წლებში ხდება. ნაწარმოების გმირი ობოლი ბიჭუნააა, რომელიც სენტ ლუისის ქუჩებში დახეტიალობს და იდუმალ მისტერ იეჰუდას გაიცნობს. მამაკაცი მას ქალაქგარეთ არსებულ თავშესაფარში წაიყვანს და ბევრ რამეს შეასწავლის, მათ შორის - ფრენას. რომანში, რომელიც ჟანრობრივად ეგზისტენციალიზმსა და აბსურდიზმს მოიცავს, აღწერილია იმ პერიოდის კრიმინალი, იდენტობა და სხვა სოციალური თემები.

პოლ ოსტერის ნაწარმოებები აქამდეც გადაუღიათ ფილმებად. იგი სცენარისტი და რეჟისორიცაა.

ტერი გილიამს „მისტერ ვერტიგოს“ გადაღება ჯერ კიდევ 2011 წელს სურდა, თუმცა იმ დროს საჭირო ფინანსები ვერ მოიძია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]