weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Alieno Arcanum: ბულგარული ელექტროჰიპერქარი უცხოპლანეტური ტექნოლოგიებით

17:05 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

ჰორიზონტზე კიდევ ერთი ჰიპერქარი გამოჩნდა, ამჯერად ხელოვნური ინტელექტით. Alieno Arcanum სრულიად ელექტრონული, ორადგილიანი, მომავლის ტექნოლიოგებით „რობოტიზებული“ ჰიპერქარია ბულგარეთიდან.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ, რომ მოკრძალებული ბალკანური ქვეყნის კომპანიის ავტორიტეტი დღეისათვის ჯერ არ დადასტურებულა, ამიტომ შეაფსებები და ეიფორია ნაადრევია. კომპანია 2015 წელს შეიქმნა, მისი სახელწოდება კი უცხოპლანეტელს ნიშნავს. ეს პრაქტიკულად ინფორმაციის მთელი მოცულობაა, რომელიც დღეისათვის ხელმისაწვდომია.

კომპანიის აღნიშნულ მოდელს ოთხი ვერსია ექნება. საბაზოს სიმძლავრე 2610 ცხენისძალა იქნება, შემდეგის - 3482 და 4351 ცხენისძალა, საფლაგმანო ვერსია კი 5221 ცხენისძალიანი იქნება. დინამიური მახასიათებლები ჯერ ხელმიუწვდომელია, მაგრამ კომპანია ამტკიცებს, რომ Alieno 488 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს. მისივე განცხადებით, ერთ ეგზემპლარს ლე მანის 24 საათიანი რბოლისთვის LMP1 კატეგორიაში მოამზადებს, როგორც კი რბოლაში ელექტრომობილებს დაუშვებენ.

Alieno აცხადებს, რომ ბულგარეთში მხოლოდ შეკვეთით აწარმოებს ჰიპერქარებს. სხათა შორის, შეკვეთებს უკვე იღებენ, 750 000-დან 1 500 000 ევრომდე. წარმოების ვადა მერყეობს 18-დან 30 თვემდე, კლიენტის მიერ ამორჩეული ვარიანტის მიხედვით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]