weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Xiaomi ახალ უსადენო დამტენს გამოუშვებს

10:52 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

Mi MIX 2S – ეს არის ჩინურ ბრენდ Xiaomi-ს პირველი ტელეფონი, რომელსაც უსადენო დამტენის მხარდაჭერა აქვს. მის გამოსვლასთან ერთად შედგა უსადენო მოწყობილობის – Mi Wireless-ის პრეზენტაციაც. ამჯერად კი გაჩნდა ინფორმაცია დამტენის მეორე თაობის შესახებ.

სიახლე ოფიციალურადაა დარეგისტრირებული და მას უკვე საიდენტიფიკაციო Qi ნომერიც გააჩნია. ამას გარდა, ხელმისაწვდომია მოწყობილობის გამოსახულებაც. დიზაინი მისი წინამორბედისგან გასხვავდება: ის შავი ფერის მრგვალ გაჯეტს წარმოადგენს, რომელსაც წინ მწვანე შუქი აქვს.

ამ ეტაპზე უცნობია, კომპანია მას ცალკე გამოუშვებს, თუ რომელიმე სმარტფონთან ერთად, როგორც ეს წინა შემთხვევაში იყო. არსებობს ვარაუდი, რომ დამტენის პრეზენტაცია სმარტფონ Mi MIX 3-ის რელიზთან ერთად შედგება.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „სამსუნგმა“ უსადენო დამტენი დააპატენტა, რომელიც რადენიმე მოწყობილობას ერთდროულად ტვირთავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]