1987 წელს გამოსული საკულტო ორიგინალი ფილმის გაგრძელებას რეჟისორი პოლ ვერჰუვენი თავად აპირებდა, თუმცა პირველი სერიის შემდეგ სიკველის გადაღება ვეღარ მოახერხა და 1990 და 1993 წლებში გამოსული სერიები სხვა რეჟისორებმა გადაიღეს. ორიგინალი ფილმის სცენარისტები, ედ ნოიმაიერი და მაიკლ მაინერი, სწორედ ამას გამოასწორებენ და ახალი რობოკოპი განუხორციელებელი სიკველის სცენარს დაეფუძნება. მათ ძველ დრაფტს ჯასტინ როუდზი შეასწორებს.
შეგახსენებთ, რომ დეტროიტის დამცველ პერსონაჟ რობოტ პოლიციელზე ოთხი ფილმი და რამდენიმე მინი-სერიალი არსებობს, თუმცა პირველი ფილმის გარდა წარმატებული არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა და ორიგინალის მსგავსი მოწონება და დადებითი კრიტიკა ვეღარ დაიმსახურა. ასევე უშედეგო აღმოჩნდა 2014 წელს გადაღებული რიმეიქი, რომლითაც სტუდია MGM-მა ახლიდან სცადა სერიულობის დაწყება.