ამერიკელი ფოტოგრაფი სტივენ უილკსი ფოტოგრაფიაში სხვადასხვა არტისა და სამონტაჟო ხელოვნების შერწყმით გამოირჩევა. მისი ფოტოები მოხვედრილა ისეთ სოლიდურ გამოცემებში, როგორებიცაა: National Geographic, New York Times Magazine, Vanity Fair და Time. უილკსის უკანასკნელი ფოტოების სერია სხვადასხვა ადგილას 24-საათიან რეჟიმში, სტატიკური კამერით გადაღებული ათასობით ფოტოს მონტაჟით შეიქმნა.
ერთ კონკრეტულ ადგილას, დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული საუკეთესო გამოსახულებები ფოტოგრაფმა ერთ ფოტოში გააერთიანა და დაუვიწყარი ნამუშევრები მიიღო.
გადაღებულ ადგილებს შორისაა აზიის, ევროპისა და ამერიკის უდიდესი ქალაქები: შანხაი, თელ ავივი, პარიზი, ლონდონი, ჩიკაგო და ნიუ იორკი, აგრეთვე სერენგეტის ეროვნული პარკი ტანზანიაში.