ბილ მიურეის თქმით, ზომბების შესახებ ჯარმუშის ფილმის სცენარი სახალისოა, გადაღებები მიმდინარე ზაფხულში უკვე დაიწყო.
სიუჟეტის შესახებ დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბილ მიურეისა და ადამ დრაივერის კინოგმირები პოლიციელები არიან, რადგან ფოტოები გადასაღები მოედნიდან უკვე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ჯიმ ჯარმუშმა საშინელებათა ჟანრში ძალები უკვე მოსინჯა და საკმაოდ წარმატებითაც - 2013 წელს გამოსული ვამპირული დრამა „მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან“ (Only Lovers Left Alive) მაყურებელმა და კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.