weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იუპიტერის გარშემო 12 ახალი მთვარე აღმოაჩინეს

14:24 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

იუპიტერის გარშემო ასტრონომებმა 12 ახალი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე აღმოაჩინეს. მათ შორის 11 ჩვეულებრივი, ნორმალური სხეულია, ერთი კი - საკმაოდ უცნაური. შედეგად, იუპიტერის მთვარეების რაოდენობა 79-მდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით, ის მზის სისტემის ყველა პლანეტას უსწრებს.

კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით, მთვარეები პირველად 2017 წლის გაზაფხულზე შენიშნა, როდესაც მზის სისტემის ძალიან შორეულ ობიექტებს ეძებდნენ მეცხრე პლანეტაზე ნადირობის პროცესში.

ცხრა ახალი მთვარე იუპიტერის გარე ორბიტაზე პლანეტის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით (რეტროგრადულად) მოძრაობს. თანამგზავრები შეჯგუფებული არიან სულ მცირე სამ სხვადასხვა ორბიტულ ჯგუფად. ასტრონომთა აზრით, ისინი უნდა წარმოადგენდნენ სამი დიდი სხეულის ნარჩენებს, რომლებიც ასტეროიდებთან, კომეტებთან ან სხვა მთვარეებთან შეჯახების შედეგად უნდა დამსხვრეულიყვნენ. რეტროგრადული მთვარეები იუპიტერის გარშემო ერთ შემოვლას ორ წელს ანდომებენ.

ორი მთვარე მიეკუთვნება იუპიტერის შიდა, პლანეტის ბრუნვის მიმართულებით მოძრავ (პროგრადულ) მთვარეთა ჯგუფს. ამ შიდა მთვარეებს ერთნაირი ორბიტული მანძილები და დახრილობა აქვთ. მკვლევართა აზრით, ისინი ერთი დიდი მთვარის ნამსხვრევებია. ორი ახალი მთვარე იუპიტერს გარს უვლის ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ.

რაც შეეხება მეთორმეტე ახალ მთვარეს, ის ნამდვილად უცნაურია და მისი ორბიტა იუპიტერის სხვა არც ერთი მთვარისას არ ჰგავს. შეპარდის თქმით, ის იუპიტერის ყველაზე პატარა თანამგზავრია და დიამეტრში დაახლოებით ერთ კილომეტრს აღწევს.

ეს უცნაური მთვარე იუპიტერს გარს უვლის წელიწად-ნახევარში ერთხელ და მისი ორბიტა კვეთს გარე რეტროგრადულ (იუპიტერის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ) მთვარეთა ორბიტებს.

მკვლევართა განცხადებით, არ არის გამორიცხული, მომავალში ეს უცნაური მთვარე სხვა, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ მთვარეებს შეეჯახოს. სწორედ ამ გზით უნდა იყოს შორეულ წარსულში წარმოქმნილი მთვარეთა ეს ჯგუფიც.

ახალი მთვარეებისთვის ასტრონომებს ჯერ სახელები არ შეურჩევიათ. ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს ეკუთვნის.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]