weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Vazirani Shul: პირველი ინდური ელექტროჰიპერქარი

14:58 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

ინდოელი დიზაინერი და მეწარმე ჩანკი ვაზირანი ავტოინდუსტრიაში ახალბედა არაა, რადგან „იაგუარსა“ და „როლს-როისში“ მუშაობდა, მაგრამ მცირე ხნის წინ საკუთარი ფირმა Vazirani Automotive დააარსა, კალიფორნიაში დიზაინ-სტუდია გახსნა და პირველი ინდური ჰიპერქარის შემუშავებას შეუდგა. სრულზომიანი მაკეტი, სახელწოდებით Shul გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე უკვე წარადგინეს.

Vazirani Shul ელექტრომობილი გახლავთ: ყველა ბორბალს თავისი ელექტროძრავა ამოძრავებს. გამწევი ელემენტების მოდულები მდებარეობს სავარძლების უკან და ცენტრალურ გვირაბში, მაგრამ მათი საერთო მოცულობა დიდი არაა, მასა კი - მხოლოდ 300 კგ. ინდურკუპეს საფუძვლად უდევს ნახშირპლასტიკის სივრცობრივი ჩარჩო, რომელზეც ნახშირპლასტიკისვე გარე პანელები არის ჩამოცმული. ჩანკი ვაზირანის ავტომობილის მიახლოებითი მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია, სამაგიეროდ გამოცხადდა, რომ აქცენტი გადატანილი იქნება არა განივ დინამიურობაზე, არამედ დახვეწილ მართვადობაზე, რადგან ყოველ ბორბალზე ინდივიდუალური ძრავით ძალიან ადვილია მიმართულების ვექტორის მართვის რეალიზება.

ვაზირანიმ უკვე მიიღო ფორმულა 1-ის გუნდ Force India-სგან და საბურავების ფირმა Michelin-ის მხარდაჭერა, ტურბოგენერატორის შემუშავება კი ერთ-ერთ ინგლისურ ფირმასთან ერთად მიმდინარეობს. პირველი მოძრავი პროტოტიპი წლის ბოლოს მზად უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ვაზირანი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ჰიპერქარის ინდურ წარმომავლობას, მანქანის წარმოება ინდოეთში აშკარად არ მოხდება. იგი კალიფორნიაში აეწყობა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]