weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯეიმს განი „გალაქტიკის მცველებიდან“ მოკვეთეს

12:05 შაბათი, 21 ივლისი 2018

რეჟისორი ჯეიმს განი „გალაქტიკის მცველების“ (Guardians of the Galaxy) მე-3 სერიას ვეღარ გადაიღებს, რადგან 2008-2010 წლებში „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტების გამო იგი „მარველის“ კინოსამყაროდან (MCU) მოკვეთეს. გადაწყვეტილება კომპანია „დისნეიმ“ მიიღო, რომელიც სტუდია „მარველის“ მფლობელიცაა.

ჯეიმს განის გათავისუფლების მიზეზი სოციალურ ქსელში მისივე სახუმარო პოსტები და კომენტარები გახდა, რომლებიც შიდსს, პედოფილიასა და გაუპატიურების თემებს ეხებოდა. აღნიშნული პოსტები ცნობილმა ულტრა-მემარჯვენე ინტერნეტ-ტროლმა ჯეკ პოსობიკმა ხელახლა გამოაქვეყნა.

რეჟისორის გათავისუფლება „დისნეის“ პრეზიდენტმა ალან ჰორნმა იმით ახსნა, რომ ჯეიმს განის ქმედებებს გამართლება არ აქვს და მისი საქციელი კომპანიის ფასეულობების საწინააღმდეგოა.

თავის მხრივ ჯეიმს განის თქმით, იგი მრავალი წელია მსგავსი სარკასტული იუმორითაა ცნობილი, რითაც ხშირად ხუმრობდა და პროვოცირებდა ადამიანებზე, თუმცა წლების განმავლობაში მისი შემოქმედება, იუმორი და ხალხთან დამოკიდებულებაც შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს განმა „მარველის“ კომიქსების სუპერგმირებზე, გალაქტიკის მცველებზე დაფუძნებული ორი წარმატებული სერია გადაიღო. ორივე ნაწილი მაყურებელმა და კრიტიკოსებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს, მეტწილად რეჟისორისავე იუმორისტული სცენარის გამო, მსოფლიო გაქირავებაში კი ორივე ფილმმა უდიდესი მოგება ნახა. მე-3 სერიის სცენარი ჯეიმს განმა ივნისში დაასრულა, გადაღებები კი მომავალ წელს ქალაქ ატლანტაში უნდა დაეწყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]