weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტომ კრუზმა თავისი საკულტო ფილმის გაგრძელებაზე ისაუბრა

13:01 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

გასართობ ტელეარხ Access Hollywood-თან საუბარში ოსკარის სამგზის ნომინანტმა მსახიობმა და პროდიუსერმა, ტომ კრუზმა თავისი საკულტო ფილმის, Top Gun-ის სიკველის შესახებ ისაუბრა. მსახიობის თქმით, მას არ სურდა სიკველის სათაურში სერიის აღმნიშვნელი ციფრი ყოფილიყო, ამიტომაც ახალ ფილმს ქვესათაურად მისი კინოპერსონაჟის მეტსახელი ექნება - Top Gun: Maverick.

ტომ კრუზმა ასევე აღნიშნა, რომ სიკველი სტილისტურად 1986 წელს გამოსული ორიგინალი ფილმის მსგავსი იქნება და მასში მაყურებელი კვლავ იხილავს პროფესიონალი მფრინავების პაექრობას, ახალი სერიის კომპოზიტორი კი კვლავაც ჰაროლდ ფალტერმაიერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პირველი ფილმის რეჟისორი აწგარდაცვლილი ტონი სკოტი იყო, პროდიუსერი კი - სახელგანთქმული ჯერი ბრუკჰაიმერი. ტომ კრუზის გარდა რომანტიკულ ფილმში კელი მაკგილისი და ველ კილმერი მონაწილეობდნენ. ფილმს ოქროს გლობუსი და ოსკარი ერგო ცნობილი სიმღერისთვის - “Take My Breathe Away”. მისი გაგრძელების გადაღება მრავალი წელი იგეგმებოდა, თუმცა სხვადასხვა პრობლემების გამო პროექტი ბევრჯერ გაუქმდა ან გადაიდო.

სიკველის რეჟისორი სავარაუდოდ ჯოზეფ კოსინსკი იქნება, რომელთან ერთადაც ტომ კრუზმა იმუშავა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმზე - Oblivion (2013).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]