weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გოძილა: მონსტრების მეფე

15:54 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

კინოკომპანია Legendary-ს მიერ შექმნილი ე.წ. მონსტრების კინოსამყაროს (MonsterVerse) რიგით მე-3 ფილმი სათაურად „გოძილა: მონსტრების მეფე“ (Godzilla: King of the Monsters) კინოეკრანებზე გაისად მაისში გამოვა. ახალ ფილმში ყველასათვის კარგად ნაცნობ გოძილასთან ერთად მაყურებელი სამ სხვა გიგანტურ მონსტრს იხილავს.

იაპონური პოპ-კულტურის ნაცნობი თვალსაჩინოების, კაიძუ (იაპონურად: უცნაური ურჩხული) გოძილას შესახებ მორიგი ჰოლივუდური კინოვერსია სიუჟეტური გაგრძელებაა 2014 წელს გამოსული „გოძილათი“ დაწყებული სერიებისა, რომელშიც 2017 წელს გიგანტ პრიმატ კონგზე შექმნილი ფილმი „კონგი: თავისქალის კუნძულიც“ (Kong: Skull Island) შევიდა.

„გოძილას“ ახალ სერიაში მოქმედება კვლავ კრიპტოზოოლოგი მეცნიერების ჯგუფისა და ორგანიზაცია „მონარქის“ ირგვლივ ვითარდება. მაყურებელმა „კონგი: თავისქალის კუნძულის“ ფინალში შეიტყო, რომ პლანეტა დედამიწაზე სხვა ბევრი გიგანტური არსება ბინადრობს. ახალ ფილმში გოძილა სწორედ გიგანტურ პეპელა მოთრას, მფრინავ ვულკანურ მონსტრ როდანსა და სამთავიან დრაკონ გიდორას შეხვდება. სიკველში მთავარ როლებს მილი ბობი ბრაუნი, ვერა ფარმიგა, კაილ ჩენდლერი, ჩარლზ დენსი და ჯან ძიი ასრულებენ, ხოლო სალი ჰოუკინსი და კენ ვატანაბე „გოძილას“ პირველი სერიიდან კვლავ დაბრუნდებიან ახალ ფილმში, რომლის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი ნაკლებად ცნობილი მაიკლ დოჰერტი (Trick ‘r Treat, Krampus) გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ MonsterVerse მეოთხე სერიითაც გაგრძელდება, რადგან უკვე დაანონსებულია ფილმი სახელწოდებით „გოძილა კონგის წინააღმდეგ“ (Godzilla vs. Kong), რომელიც 2020 წელს გამოვა. მისი რეჟისორი საშინელებათა ფილმებით ცნობილი ადამ უინგარდი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]