weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„სოიუზმულტფილმი“ ცნობილ მულტფილმს გააცოცხლებს

13:53 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მულტიპლიკაცირი ტრილოგია „პროსტოკვაშინო“ ახალი ეპიზოდებით დაუბრუნდება მაყურებელს. მულტფილმების კინოსტუდია „სოიუზმულტფილმის“ განცხადებით, „პროსტოკვაშინო“ 30 ახალი სერიით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი ტრილოგია სამი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმია: „პროსტოკვაშინოელი ტრიო“ (1978), „არდადეგები პროსტოკვაშინოში“ (1980) და ზამთარი პროსტოკვაშინოში“ (1984). მათი მთავარი პერსონაჟი ბიჭი სახელად ბიძია ფიოდორია, რომელიც სახლიდან გაიქცევა და სოფელში დამოუკიდებლად ცხოვრებას გადაწყვეტს.

ახალ სერიებში მაყურებელი კარგად ნაცნობ გმირებს - ბიძია ფიოდორს, კატა მატროსკინსა და ძაღლ შარიკს მკვლავ შეხვდება, რომლებიც ამჯერად უკვე თანამედროვე რუსეთში ცხოვრობენ.

ახალი სერიები 2018-2020 წლების პერიოდში გამოვა და ისინი ახალი ტექნოლოგიით, სამგაზნომილებიან ფორმატშიც იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]