შეგახსენებთ, რომ ორიგინალი ტრილოგია სამი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმია: „პროსტოკვაშინოელი ტრიო“ (1978), „არდადეგები პროსტოკვაშინოში“ (1980) და ზამთარი პროსტოკვაშინოში“ (1984). მათი მთავარი პერსონაჟი ბიჭი სახელად ბიძია ფიოდორია, რომელიც სახლიდან გაიქცევა და სოფელში დამოუკიდებლად ცხოვრებას გადაწყვეტს.
ახალ სერიებში მაყურებელი კარგად ნაცნობ გმირებს - ბიძია ფიოდორს, კატა მატროსკინსა და ძაღლ შარიკს მკვლავ შეხვდება, რომლებიც ამჯერად უკვე თანამედროვე რუსეთში ცხოვრობენ.
ახალი სერიები 2018-2020 წლების პერიოდში გამოვა და ისინი ახალი ტექნოლოგიით, სამგაზნომილებიან ფორმატშიც იქნება.