ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 21 ივლისს სტუდენტმა მაჰმუდ სარჰანმა სოციალურ ქსელში ცხოველთან ერთად გადაღებილი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ზებრას რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა. მისი თქმით, პატარა ზომის და წამახვილებული ყურების გარდა, ცხოველს სახეზე გადღაბნილი შავი ლაქები ჰქონდა. სარჰანის ინფორმაციით, შემოღობილ ადგილში ორი ვირი იყო და ორივე მოხატული ჰყავდათ.
BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი რადიო ზოოპარკის დირექტორს დაუკავშირდა, რომელმაც უარყო, რომ ზებრა ნამდვილი არ იყო.
მსოფლიოში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზოოპარკს დამთვალიერებლების მოტყუებაში ადანაშაულებენ. 2009 წელს ღაზას სექტორში ორი ვირი მოხატეს და ზებრას დაამსგავსეს, 2013 წელს კი ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის ზოოპარკში ტიბეტური მასტიფის ჯიშის ძაღლს აფრიკულ ლომად ასაღებდნენ.